მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 ყველაზე სასურველი დამსაქმებელი Forbes-ის მიხედვით

61681cfe55ee0
ნათია თაქთაქიშვილი
14.10.21 19:33
1184
ამერიკული Forbes-ი ანალიტიკურ პლატფორმა Statista-სთან თანამშრომლობით, იმ ტექნოლოგიური კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ადამიანები კარიერის დაწყებაზე ოცნებობენ.

როგორც Forbes-ი წერს, ანალიტიკურმა პლატფორმამ დაახლოებით 150,000 ადამიანი გამოკითხა მსოფლიოს 58 ქვეყნიდან, რომლებიც დასაქმებულნი არიან საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორც სრულ ასევე ნახევარ განაკვეთზე.

ანალიტიკურმა პლატფორმამ გამოკითხვაში მონაწილე პირებს დაუსვა კითხვა, რომელ კომპანიაში ისურვებდნენ მუშაობას ან თუ ურჩევდნენ კარიერის დაწყებას საკუთარ ახლობლებს იმ კომპანიაში, რომელშიც თავად არიან დასაქმებულები.

Forbes-ის მიხედვით, სასურველი დამქირავებლების ჩამონათვალში პირველ ადგილზე დგას

Samsung Electronics-ი, მეორეზე მოხვდა IBM, ხოლო მესამე ადგილზე Microsoft-ია. ასევე, სასურველი დამსაქმებლების პირველ ხუთეულში შევიდა Amazon-ი და Apple-ი.

30 ყველაზე სასურველი დამსაქმებელი:

1. Samsung Electronics
2. IBM
3. Microsoft
4. Amazon
5. Apple
6. Alphabet
7. Dell Technologies
8. Huawei
9. Adobe
10. BMW Group
11. Costco Wholesale
12. Coca-Cola
13. Cisco Systems
14. Adidas
15. Siemens
16. Southwest Airlines
17. AIRBUS
18. Dr. Oetker
19. Dassault Systemes
20. Delta Air Lines
21. IKEA
22. Home Depot
23. Ford Motor
24. Puma
25. Target
26. Decathlon
27. Lockheed Martin
28. Ferrari
29. PayPal
30. Bosch