მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300 000 ლარის გამოყოფის შემდეგ, ინფექციური საავადმყოფო პაციენტების მიღებას განაახლებს

5f4102580bc4b
თელარა გელანტია
22.08.20 15:31
1409
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 000 ლარის გამოყოფის შემდეგ, ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღებას განაახლებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

“გუშინ ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და გადაწყვეტილება მიღებულია (იგულისხმება 300,000 ლარის გამოყოფა); როცა ჩვენთან მოვა ამ გადაწყვეტილების დასტური, რა თქმა უნდა, ალბათ, პაციენტების მიღებას განვაახლებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ ინფექციურმა საავადმყოფომ აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული ახალი პაციენტების სტაციონარში მიღება შეწყვიტა. მიზეზად თენგიზ ცერცვაძემ პირობების არარსებობა დაასახელა.

„ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთი წელია, არაერთგზის მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, განსაკუთრებით ინტენსიური იყო ჩვენი მიმართვები ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ინტენსიური ბოლო ერთი თვის მანძილზე, სადაც ვთხოვდით მას, დაგვხმარებოდა გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში. მხედველობაში მაქვს საჭირო სახსრების გამოყოფა. ჩვენი მოთხოვნები, გადაუდებელი სამუშოებისთვის საჭირო სახსრების შესახებ იყო მინიმალური, ძალიან მცირე სახსრები იყო საჭირო, შედარებით მცირე, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში. თვითონ სამინისტროს რეგულირების სამსახურმა ჩვენი მიმართვების საფუძველზე, ორჯერ შეამოწმა ჩვენთან არსებული სიტუაცია, ერთხელ იანვარ-თებერვალში, მეორედ 22 ივლისს და დაადასტურა ის ვითარება, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება აუცილებელია“, – განაცხადა ცერცვაძემ.