მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300 ჰა-ზე გაშენებული ორგანული ბაღი - Georgia`s Natural ექსპორტისთვის ემზადება

5dfb7a6da8c30
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.19 10:02
1489
წვენების, სოუსების, კონსერვების მწარმოებელმა კომპანია Georgia`s Natural-მა ამოქმედების დღიდან დღემდე, დაახლოებით, 5 მლნ ლარის პროდუქტი აწარმოა, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა თამარ გუგუშვილმა bm.ge-ისთან საუბრისას განაცხადა.

„არომაპროდუქტის“ შვილობილი კომპანია „Georgia`s Natural“-ს 2018 წელს სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაიხსნა და მასში კომპანიის მენეჯმენტმა 1.8 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კერძოდ, კომპანია „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 2,808,920 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„ჩვენ ვიყენებთ ყველანაირ შესაძლებლობას, ეს იქნება სახელმწიფო სუბსიდირება თუ საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობა. საწარმოს შექმნის პროცესში ვისარგებლეთ, როგორც „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებით, ასევე ბაღის გაშენების მიმართულებითაც მივიღეთ მონაწილება „შეღავათიანი აგროპროექტის“ პროექტში, რომლის ბენეფიციარებიც ვიყავით და პროექტებით გათვალისწინებული ვალდებულებებიც შევასრულეთ. ამჟამად, „Georgia`s Natural“-ი ფლობს და მართავს ორგანულ ბაღებს და თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ საწარმოს. ეს არის 300 ჰა ფართობზე გაშენებული ორგანული ბაღი, რომელშიც სეზონურად დასაქმებულია 60-80 ადამიანი, საშუალოდ შემიძლია გითხრათ რომ 60 თანამშრომელი გვყავს. საწარმო 2018 წლიდან ამოქმედდა და ბაღების გაშენება ბევრად ადრე დაიწყო. გაშენებულია ხილის, კენკრის და კაკლოვნების 15-16 სახეობა, ასევე ვანვითარებთ ბოსტნეულის ორგანულ ბაღს“, - უთხრა bm.ge-ის „Georgia`s Natural“-ის დირექტორმა თამარ გუგუშვილმა და დასძინა, რომ საბოლოო პროდუქტის მისაღებად კომპანია აკონტროლებს სრულ ჯაჭვს დარგვიდან - თარომდე.

„ჩვენ დიდი ხანია ასე კომპლექსურად ვუდგებით საკითხს, იმიტომ რომ ჩვენს კომპანია „არომაპროდუქტს“ ხანგრძლივი ისტორია აქვს. რეალურად, მიზეზი იყო პირველ რიგში ის, რომ ჩვენ თავად გვეკონტროლებინა ხარისხი, შეგვექმნა ძალიან მაღალხარისხიანი ორგანული პროდუქტი. „Georgia`s Natural“-ის წარმოება განთავსებულია ზუსტად იქ, სადაც ჩვენი ორგანული ბაღებია. ამასთან, ჩვენ როგორც - ორგანულის, ასევე არაორგანული ნედლეულის შესყიდვას, არა მარტო ჩვენი ბაღებიდან, არამედ მთელი საქართველოდან ვახორციელებთ“, - ამბობს თამარ გუგუშვილი.

Bm.ge-ისთან კომპანიის დირექტორმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ „Georgia`s Natural“-ი სამომავლოდ არამხოლოდ დედა კომპანიისთვის („არომაპროდუქტისთვის“) დაამზადებს ნახევარფაბრიკატ პროდუქტებს, არამედ ექსპორტზეც გაიტანს.