მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$300-მილიონიანი კრიპტო პირამიდის თანადამფუძნებელი საქართველოში ცხოვრობდა - აშშ

62e8c2b4ca9bd
გიორგი თოლორდავა
02.08.22 10:18
6924
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) 300-მილიონიან კრიპტო თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომისიის განმარტებით, 2020 წლის იანვარში გაშვებული პროექტის სახელწოდება Forsage იყო, თაღლითური სქემის დაფუძნებასა და ოპერირებაში კი ბრალი 11 პირს ედება - თაღლითებს შორის იყვნენ საქართველოში, რუსეთსა და ინდონეზიაში მცხოვრები პირები.

საქართველოში მცხოვრები თაღლითის ვინაობა ცნობილია.

Forsage კლასიკური პირამიდის სქემა იყო, რომელიც მარკეტინგული მიზნით იყენებდა სიტყვებს „ბლოკჩეინსა“ და „კრიპტოვალუტას“, პროექტის შემქმნელები აგრესიული მარკეტინგითა და რეკლამებით იზიდავდნენ ინვესტორებს მსოფლიოს მასშტაბით, მანამ, სანამ პროექტის საბაზრო კაპიტალიზაციამ $300-მილიონიან ნიშნულს არ მიაღწია, რის შემდეგაც თაღლითებმა ინვესტორების თანხები მიითვისეს.

„ბლოკჩეინსა და „სმარტ კონტრაქტებზე“ ფოკუსირებით თაღლითები ვერ შეძლებენ ფედერალური კანონმდებლობის გვერდის ავლას“, - განაცხადა SEC-ის კრიპტოაქტივების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კაროლინ ველშანსმა.