მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3000 - მდე მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

5f329a928eca8
BM.GE
11.08.20 17:16
798
დღეის მონაცემებით, კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში 3000-მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა. კორონავირუსი არც ერთ მათგანს, ამ ეტაპისთვის, არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები COVID-19 -ზე უარყოფითია.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის სხვა საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.