მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300–ლარიანი კომპენსაციის მისაღებად სახელმწიფოს უკვე 6 084 ადამიანმა მიმართა

5fcb39793df1e
BM.GE
05.12.20 11:33
3022
300–ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დაწყებულია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა. 

ერთჯდერადი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს, ვინც მთავრობის მიერ გამოცხადებული ლოქდაუნის გამო სამსახური დაკარგა.

შემოსავლების სამსახური შეახსენებს მოქალაქეებს, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge .

პირველადი განცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

"ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, (იხილეთ შესაბამისი დანართი 1) ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (იხილეთ შესაბამისი დანართი 2 ). ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია",– ნათქვამია განცხადებაში. 

აქვე გთავაზობთ იხილოთ პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე:
https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=7