მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვაღიარებთ ქართველები კანონის უზენაესობას, ყველა უბედურების საწყისიც და ბოლოც ეგ არის" – დაუშვილი

61629f1e45dec
სალომე მეცხვარიშვილი
10.10.21 12:05
1389
არ ვაღიარებთ ქართველები კანონის უზენაესობას...ყველა უბედურების საწყისიც და ბოლოც ეგ არის,– ასე ეხმაურება ბიზნესმენი, კომპანია “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ბათუმში, 2 დღის წინ დატრიალებულ ტრაგედიას.

“არ ვაღიარებთ ქართველები კანონის უზენაესობას და არ ვცემთ კანონს პატივს. რაც გვჭირს ყველა უბედურების საწყისიც და ბოლოც ეგ არის. რა მოხდა თუ არასწორად დააპარკინგე მანქანა? რა მოხდა თუ სამშებებლო ნაგავი დაახვავე სადარბაზოსთან? რა მოხდა თუ წითელზე გაიარე? რა მოხდა თუ ძაღლი ალიკაპის გარეშე გაასეირნე? რა მოხდა თუ ავტომობლის ზეთი ქუჩაში დაღვარე? რა მოხდა თუ შენი გაუმართავი ავტომობილის გამონაბლოქვით ხალხს წამლავ? რა მოხდა თუ საკუთარ ეზოში წითელ წიგნში შეტანილი კაკლის ხე მოჭერი? რა მოხდა თუ ქალქში ძროხა გამოუშვი საძოვარზე? რა მოხდა თუ სახლში ღამე დისკოტეკა მოაწყვე და ნახევარი უბანი არ დააძიენე? რა მოხდა თუ ძმაკაცის შვილი სახელმწიფო სამსახურში კაი თანამდებობაზე გაჩითე? რა მოხდა თუ არჩევნებზე ხმა გაყიდე? რა მოხდა თუ თხილამურზე გაგლეჯილი მთვრალი დადექი და ჟინი მოიკალი? რა მოხდა თუ სასტუმრო ყველაზე უხარისხო, აალებადი მასალებისგან ააშენე? რა მოხდა თუ შენი სარდაფის გაფართოების მიზნით საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედელი მოარღვიე?... სწორედ ამ "რა მოხდას" ეწირებიან უდნაშულო ადმიანები. გასკდა გული! ვუსამძიმრებ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს. იქნებ ამ ტრაგედიამ მანიც გამოგვაფხიზლოს სრულიად ერი და შევცვალოთ ჩვენი უდიერი დამოკიდებულება კანონის დაცვის მიმართ ყველგან და ყველაფერში!”,– წერს ბიზნესმენი სოციალურ ქსელში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოხმდართან დაკავშირებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან, ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, რომელთაც სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ ბრალად. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.