მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

326-მა სასტუმრომ და 23-მა რესტორანმა შემოწმებისას ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა

5efb07e0cb9b3
ინგა მურუსიძე
30.06.20 14:25
641
326-მა სასტუმრომ და 23-მა რესტორანმა შემოწმებისას ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ის ბიზნეს ოპერატორებს მოუწოდებს, შეასრულონ რეკომენდაციები, რადგან უწყება ყველა მათგანის შემოწმებას გეგმავს.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგეგმა 1607 სასტუმროს შემოწმება, რომელთაგან მოთხოვნები დააკმაყოფილა სრულად და ნებართვა გაცემულია 588 სასტუმროზე, ვერ დააკმაყოფილა 326-მა სასტუმრომ და ნებართვა არ არის გაცემული, შემოწმების გადავადება კი ითხოვა 693-მა. ჯამში შემოწმდა 54 რესტორანი, კვების ობიექტი, რომელთაგან სანქციების მექანიზმი გამოყენებული იყო 23 ობიექტის მიმართ და დააკმაყოფილა 31-მა. ეტაპობრივად, არა მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით, არამედ სხვა მიმართულებით გავაგრძელებთ შემოწმებას", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

რაც შეეხება კვების რესტორნების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას დაწესებული სანქციების გამო, ბექა ფერაძე ამბობს, რომ ყველა მათგანს შეუძლია დაწესებული სანქცია გაასაჩივროს სხვადასხვა ინსტანციაში.