10.მარტი .2020 10:39

33 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა- განახლებული ინფორმაცია

views 961
უკან

"33 უარყოფითი პასუხი კორონავირუსზე, გუშინ აღებული ყველა ანალიზი უარყოფითია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს დილის მონაცემებით, ჩვენს ცენტრში მოთავსებულია 30 პაციენტი. გუშინ 33 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან მიმართებაში. ყველა შემთხვევაში მიღებულია უარყოფით პასუხი და ყველა მათგანი კარანტინში რჩება ან თვითიზოლაციაში გადავიდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება 14 ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია: 

„14-დან ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია, განსაკუთრებული დამძიმება არ შეინიშნება, მკურნალობას ექვემდებარება. სამ პაციენტთან არის საშუალო სიმძიმით მიმდინარეობა, მათთან დაფიქსირებულია ვირუსული პნევმონია და მათი მდგომარეობაც სტაბილურია. დანარჩენ პაციენტებთან მდგომარეობა მსუბუქია“, - განაცხადა ეზიგბაიამ.