20.ოქტომბერი .2019 16:31

34 კილოგრამიანი სულგუნი - ჩხოროწყუში რეკორდი დაამყარეს

views 783
უკან

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა სულგუნის მომზადებაში დაამყარა ეროვნული რეკორდი, - ამის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება.

მათი ცნობით, იაგო დარსალიამ 34-კილოგრამიანი სულგუნი დაამზადა, რისთვისაც საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ მუნიციპალიტეტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "კოლხური შემოდგომა" გაიმართა, ჩხოროწყუ 90 წლის იუბილეს აღნიშნავს.