მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3.45 - დოლარის ფასი სავალუტო ჯიხურებში

5e79add8ccc8a
დავით ჯალაღონია
24.03.20 10:55
42587
ლარი გაუფასურებას განაგრძობს.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში, ამ დროისთვის 1 აშშ დოლარი 3.37 თეთრი ღირს, ვაჭრობა კი, 3.34-იან ნიშნულზე დაიწყო.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, აქ დოლარის შეძენა 3.45 ლარად არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ: სებ-ის ოფიციალური მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, დოლართან მიმართებით, საქართველოს ეროვნული ვალუტა 5 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2389 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით კი, გაუფასურებამ 3 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ევრო 3.4578 ლარი ღირს.