მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წუწუნი, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არის პატარა, არ არის ჩემი სტილი - თეა წულუკიანი

61a9e47514454
ინგა მურუსიძე
03.12.21 13:37
537
მუდმივად იმაზე წუწუნი, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არის პატარა, არ არის ჩემი სტილი, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ამ წუთებში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

"ჩვენი ბიუჯეტი არ არის დიდი, თუმცა თუ მოგვიმატებთ, როგორც ეს წელს გააკეთეთ, არ მეწყინება. მუდმივად იმაზე წუწუნი, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არის პატარა, ჩემი სტილი არ არის. ვფიქრობ, ამ თანხითაც შეიძლება ბევრი საქმის კეთება და შევეცადეთ ეს გვეჩვენებინა. წუწუნის რეჟიმიდან, რაც კულტურის არაერთ მუშაკს სჩვევია, უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.