20.აგვისტო .2019 10:42

37,000 ლარის მედიკამენტის უკანონოდ შემოტანისთვის ორ პირს ბრალი წარედგინა

views 166
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც ორ პირს ბრალი წარედგინა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა,მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.


დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა