მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

38,000 უცხოელი ვიზიტორი ივნისში - საიდან ესტუმრნენ საქართველოს პანდემიის პირობებში?

5f10404379bf2
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.20 16:00
5047
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დღეს ივნისის თვის ტურიზმის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 37, 915-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 95.7%-ით ნაკლები იყო. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ყველაზე მეტი - 15,828 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი თურქი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით არის შემცირებული. 

15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 თურქეთი - 15 828 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,0% ;
2 სომხეთი - 7 909 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,5% ;
3 აზერბაიჯანი - 3 590 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,1% ;
4 რუსეთი - 3 457 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,7% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 2 299 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93,7% ;
6 უკრაინა - 1 088 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,6% ;
7 უზბეკეთი - 984 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -33,8% ;
8 ბელარუსი - 791 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,1% ;
9 ყაზახეთი - 497 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,8% ;
10 ბულგარეთი - 299 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -72,3% ;
11 ყირგიზეთი - 166 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -84,2% ;
12 ტაჯიკეთი - 157 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -69,0% ;
13 ინდოეთი - 91 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -98,6% ;
14 ჩეხეთი - 76 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,1% ;
15 მოლდოვა - 67 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -89,5% .

რაც შეეხება ტურიზმის სექტორის შემოსავალს, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, მან მხოლოდ $11.2 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 96.7%-ით, ანუ $328.8 მილიონით შემცირდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე არ არის აღდგენილი, სავარაუდოდ, ტურიზმის შემცირების მაჩვენებელი ივლისის თვისთვისაც ისეთივე მკვეთრი იქნება, როგორც ივნისში იყო.