23.სექტემბერი .2022 15:28

4 300-მა სოცდაუცველმა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა - მინისტრი

4 300-მა სოცდაუცველმა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის  ფორმალიზება მოახდინა - მინისტრი
views 286
უკან

„27 800-ზე მეტმა პირმა თანხმობა განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, დასაქმდა 23 000-ზე მეტი პირი, 3 000-ზე მეტმა პირმა აირჩია დასაქმება ღია შრომის ბაზარზე, 4 300-მა სოციალურად დაუცველმა გამოთქვა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების სურვილი, 600-მდე პირმა აირჩია პროფესიული მომზადება-გადამზადება და ამის შემდეგ შევთავაზებთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებასაც“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას.

აღნიშნული პირი ამავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული ან რეგისტრირებული თვითდასაქმებულად, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.

ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება. მინისტრი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა