მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“4 ან 3.5 ქულა” - ლაშა პაპაშვილი „ოცნების“ მთავრობას აფასებს

5f8e82eb00078
თელარა გელანტია
20.10.20 10:45
2276

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის შეფასებით, "საქართველო სწორ გზაზე დგას". ასე უპასუხა ბიზნესმენმა bm.ge-ის კითხვას - „ხომ არ აგვიარა გვერდი რენესანსმა“.

შეგახსენებთ, 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა, ლაშა პაპაშვილმა თქვა, რომ „ბიზნესი ფეხზე დადგება“. "საქართველოს ბიზნესისთვის რენესანსის პერიოდი იწყება" - ამბობდა მაშინ ბიზნესმენი.

ინტერვიუში bm.ge-მ ლაშა პაპაშვილს „ოცნების“ მთავრობის 8 წელიც შეაფასებინა.

- ბატონო ლაშა, ისე რენესასმა გვერდი აგვიარა? გავუშვით შანსი?

- 2012 წელში დაბრუნდით?! არა, მგონია, რომ გვერდი აგვიარა. კარგად მივდივართ... სწორ გზაზე ვართ, დასავლეთისკენ, ევროპისკენ.

- „ოცნების“ მთავრობამ რვა წელი რამდენად ეფექტიანად გამოიყენა?

- ნორმალურად გამოიყენა.

- რამდენ ქულას დაუწერდით?

- 5-დან 4 ან 3.5 ქულას.