09.ივნისი .2020 10:09

4%-იანი ეკონომიკური ვარდნა, ხარჯების 600 მლნ-ით შემცირება - ცვლილებები ბიუჯეტში

views 415
უკან

საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 4%-იან ვარდნას პროგნოზირებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ანტიკრიზისულ ბიუჯეტს ეხება.

ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წელს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საშემოსავლო ნაწილს 1.8 მილიარდი ლარი დააკლდება, ხარჯები კი დაახლოებით 600 მილიონით შემცირდება.

რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეს მაჩვენებელი 8.5% იქნება.

სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს მთავრობა დღესვე დაამტკიცებს და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა