მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 იანვარს, ერდოღანი ზელენსკისთან და პუტინთან ისაუბრებს

63b49c1dcfb87
ალა ისპირიანი
04.01.23 01:00
619
4 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ისაუბრებს. ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა გაავრცელა.

მან არ დაასახელა თემები, რომლებზეც ერდოღანი საუბარს აპირებს.

ცნობისთვის, ერდოღანსა და ზელენსკის შორის ბოლო საუბარი 11 დეკემბერს შედგა. საუბარი ეხებოდა თურქეთის ჰუმანიტარულ დახმარებას, “მარცვლეულის შეთანხმებას”, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებასა და მშვიდობის ფორმულას. იმავე დღეს შედგა საუბარი ერდოღანსა და პუტინს შორის და მხარეებმა ორმხრივი ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ძალისხმევისთვის, ერდოღანი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.