მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 მაისიდან საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება

607bfa4a2761a
BM.GE
18.04.21 13:17
1087
საქართველოში შემოსული 100,000 დოზა "სინოფარმის" ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

“დღეს არის საშუალება, 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა “ასტრაზენეკათი” და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური “სინოფარმით” აცრები, დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით", - "რუსთავი 2-თან" განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს საქართველოში ჩინური მწარმოებლის, "სინოფარმის" მიერ დამზადებული ვაქცინის 100,000 დოზა ჩამოვიდა.