23.ივლისი .2021 13:24

4 თანამშრომლის დაინფიცირების გამო ბათუმში მდებარე რესტორანი „ნეოკა“ დროებით დაიხურა

4 თანამშრომლის დაინფიცირების გამო ბათუმში მდებარე რესტორანი „ნეოკა“ დროებით დაიხურა
views 2203
უკან

ბათუმში რესტორანი „ნეოკა“ კოვიდ-19-ით 4 თანამშრომლის დაინფიცირების გამო დროებით დაიხურა - ინფორმაციას ამის შესახებ რესტორნის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდის საშუალებით ავრცელებს, რომელსაც BM.GE-ი უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო სტუმრებო, გულდაწყვეტილი გაცნობებთ, რომ ყველა კოვიდ რეგულაციის ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, ჩვენი გუნდის 4 წევრს დაუდასტურდა კოვიდ-19. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი გუნდი გადავიდეს თვითიზოლაციაში. 23 ივლისიდან, დროებით გემშვიდობებით. პირობას გაძლევთ, რომ დავბრუნდებით უფრო ძლიერები, მოტივირებულები და პოზიტიურები…

გახსოვდეთ, შტორმის შემდგეგ, ცა ოქროსფერია! სიყვარულით და პატივისცემით, ნეოკა!“, - წერია რესტორნის ფეისბუქ გვერდზე.

თანამშრომელთა კოვიდ-19-ით ინფიცირების გამო „ნეოკას“ დროებით დახურვას საკონდიტრო „დონა“ გამოეხმაურა. ეს პირველი ობიექტი იყო ბათუმში, რომელიც 2020 წლის ზაფხულის სეზონზე თანამშრომელთა ინფიცირების გამო დაიკეტა.

„ბათუმის სავიზიტო ბარათს, ყველასთვის საყვარელ Neocca ნეოკა ვუცხადებთ უდიდეს თანადგომას. საკუთარ თავზე მიღებული გამოცდილებით, გვჯერა, რომ მალე გადაივლის შტორმი და დაგვიბრუნდებით გაორმაგებული ძალებით. მსგავსი განსაცდელი კიდევ უფრო გვაძლიერებს. გისურვებთ მალე გამოჯანმრთელებას“, - წერია „დონას“ ფეისბუქგვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა