მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 ტელეკომპანიის ეგზიტპოლის შედეგები

5f9d96ae57fb2
შოთა ტყეშელაშვილი
31.10.20 21:00
3433
20:00-ზე საქართველოში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, რის შემდეგაც ოთხმა ქართულმა ტელეკომპანიამ მათი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები წარადგინეს. მხოლოდ ორი ეგზტიპტოლის - "იმედის" და "რუსთავი 2"-ის თანახმად, "ქართული ოცნების" შედეგები ჯამურად ოპოზიციის შედეგებზე მაღალია, "ფორმულას" და "მთავარი არხის" ეგზიტპოლების მიხედვით კი, მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში ჯამურად ოპოზიციამ გაიმარჯვა. 

"მთავარი არხისთვის" ეგზიტპოლი კომპანია IPSOS-მა ჩაატარა, რომლის მიხედვით, ჯამურად ოპოზიციის ხმები "ქართული ოცნების" ხმებს აღემატება:
 
„ქართულმა ოცნება“ -41%,
„ნაციონალური მოძრაობა“ – 33%;
„ევროპული საქართველო“ – 5%; 
„ლელო“ – 4%,
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3%,
„გირჩი“ – 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2%
„ლეიბორისტული პარტია“ – 2%
„ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ – 1%
„მოქალაქეები“ - 1%

ეგზიტპოლის შედეგები 17:00 საათის მონაცემებს შეიცავს, ხოლო არჩევნების წინასწარი შედეგები ცესკოში შუაღამის შემდეგ სხვადასხვა უბნებიდან ატვირთული ოქმებით გამოქვეყნდება.

"ფორმულას ეგზიტპოლი" კომპანია  Edisson Research-მა მოამზადა და მისი მიხედვით, ოპოზიციის შედეგები ჯამურად "ქართული ოცნების" მაჩვენებლებს აჭარბებს:

"ქართული ოცნება" - 46%;
"ნაციონალური მოძრაობა" - 28%;
"ევროპული საქართველო" - 5%
"ლელო" - 3%;
"გირჩი" - 3%
"პატრიოტთა ალიანსი" - 2%;
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%;
"ლეიბორისტული პარტია" - 1%;
"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 1%;
 სხვა - 9%.

ეგზიტპოლი 16:00-ის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს. ტელეკომპანია 22:00-ზე 18:00-ის მდგომარეობით ეგზიტპოლის შედეგებს გამოაქვეყნებს.

"რუსთავი 2"-ისთვის ეგზიტპოლი Survation-მა მოამზადა. შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნება" ჯამურად ოპოზიციაზე მეტ ხმას იღებს:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 52.26%
"ნაციონალური მოძრაობა" – 25.33%
"ევროპული საქართველო" – 4.2%
"გირჩი" – 3.52%
"ლელო" – 2.61%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.37%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2.29%
„ლეიბორისტული პარტია“ – 1.22%
ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“ – 1.02%
დანარჩენ პარტიებს 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს.

"რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლი ბრიტანულმა ორგანიზაციამ Survation-მა მოამზადა. ის საღამოს 17:30 საათისთვის არსებულ მონაცემებს ასახავს, რომლის ცდომილებაც 1.2%-ია.

"ტელეკომპანია იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლი Public Opinion Strategies-მა მოამზადა და მისი მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციაზე მეტი ხმები აიღო:

„ქართული ოცნება“ – 55%
"ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია" -23%
"სტრატეგია აღმაშენებელი" -3%
"ევროპული-საქართველო" -3%
"ლელო" -3%
"გირჩი" -3%
"პატრიოტთა ალიანსი" - 3%
"ლეიბორისტული პარტია" -1%
"ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა" -1%
"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" -1%
 სხვა პარტიები -4%.