08.თებერვალი .2020 19:00

40 კმ-იანი ტრასა რაჭაში, რომელსაც ერთდროულად 10 000 მოთხილამურის მომსახურება შეუძლია

views 30693
უკან

რაჭაში ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, არსებობს პოტენციალი, რომ ადგილზე ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხსა და ამბროლაურის საზღვარზე არის 40 კმ-იანი სათხილამურო ტრასის მოწყობის პერსპექტივა, რომელიც 1700 ჰექტარს აერთიანებს.

როგორც ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე ამბობს, ადგილზე სათხილამურო ტრასის მოწყობის შემთხვევაში 10 000 მოთხილამურეს ერთად შეუძლია ისრიალოს. როგორც მხეიძე განმარტავს, მთვარობას ამ მიმართულებით დიდი ინტერესი აქვს, იყო კერძო ინვესტორების მხრიდანაც დაინტერესება, თუმცა კონკრეტული შემოთავაზებები ჯერ არ ყოფილა.

“მთავრობამ 4 მუნიციპალიტეტში გააკეთა განაშენიანების რეგულირების გეგმა, მათ შორის ერთი გახლდათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და როცა სპეციალისტები კონკრეტულ ლოკაციებს სწავლობდნენ, აღმოაჩინეს ბუნებრივი სასრიალო ტრასა, ამბროლაურისა და ლენტეხის მხარეს. 19 აპრილი იყო თუ არ ვცდები, როცა ადგილზე ისრიალეს და გვითხრეს რომ ადგილზე ძალიან საინტერესო ტრასის მოწყობა შეიძლება. დაახლოებით 1700 ჰექტარზე, სიგრძე დაახლოებით 40 კმ იქნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარეს და 10 000-მდე მოსრიალეს ერთდროულად შეეძლება ადგილზე სრიალი” -ამბობს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა