მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$40-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად ლარი გამყარდა

5f981c11e980e
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.20 17:09
1475
27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0,43 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2242 ლარი გახდა. 

კურსის გამყარებაზე გავლენა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა $40-მილიონიანმა სავალუტო აუქციონმა იქონია. შედეგად ლარი დოლარის მსგავსად ევროსთანაც გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.64 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი ევროს საფასური 3.8094 ლარს შეადგენს. 

ბრიტანულ ფუნტთან კი ლარის გამყარება 1.98 თეთრი იყო, რის შედეგადაც ერთი გირვანქა სტერლინგის ღირებულება 4.1992 ლარი გახდა.  

ეს 2020 წლის რიგით მეცხრამეტე სავალუტო ინტერვენცია იყო. ჯამურად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ აუქციონებზე $609.65 მილიონი გაყიდა. 

დეტალურად, გაცვლითი კურსის რა ცვლილებას იწვევდა თითოეული ეს აუქციონი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.