მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$40-მილიონიანი ინტერვენციის შედეგად ლარი გამყარდა

601165709e106
BM.GE
27.01.21 17:02
926
დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა და ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ ინტერვენციის შედეგად, ეროვნული ვალუტა გამყარდა. 

ხვალისთვის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2969 ლარი იქნება, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.42 თეთრით ნაკლებია. 

დღეს ევროსთანაც გამყარდა 3.9982-მდე, კურსის ცვლილება 0.50 თეთრი იყო. 

2.33 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან. ახალი კურსით ერთი ფუნტი 4.5286 ლარი ეღირება.