მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

40 ქვეყანა და საქართველო რუსეთს ზაპაროჟიეს ატომური სადგურიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებენ

62f93c6693c39
გიორგი თოლორდავა
14.08.22 22:20
1465
მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები სადგურის ტერიტორიიდან და საშუალება მისცენ მეცნიერებს, შეუფერხებლად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.

გარდა ამისა, ქვეყნები რუსეთს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან გასვლისკენ და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომი საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევაა.

„ბირთვულ ობიექტზე რუსული სამხედრო ძალების განლაგება მიუღებელია და უგულებელყოფს უსაფრთხოების პრინციპებს, რომელთა დაცვის ვალდებულება IAEA-ს წევრ სახელმწიფოებს აქვთ“, - წერია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების ყოფნა მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტისა და ავარიის რისკებს.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი სახელმწიფოები:

ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეა, მოლდოვა, რუმინეთის, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი.