მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„40-საათიან სამუშაო გრაფიკზე მარტივად გადავეწყვეთ“ - Goodwill

6422dbd5b85ba
თინათინ ნატმელაძე
28.03.23 17:51
752
“გუდვილის“ HR დეპარტამენტისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ჩხარტიშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ კომპანია 40-საათიან სამუშაო გრაფიკზე საკმაოდ მარტივად გადაეწყო, თუმცა ამ პროცესს თან გამოწვევებიც ახლდა.

„ვფიქრობ, რომ ბიზნესი ამ ცვლილებებისთვის მზად იყო, რადგან „დამსაქმებელთა ასოციაცია“ ცვლილებებისთვის დაახლოებით წელიწად ნახევარი გვამზადებდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია მეტწილად მომზადებული შეხვდა ცვლილებებს, ტაბელების წარმოების კუთხით იყო გარკვეული გამოწვევები, რაც ნელ-ნელა ლაგდება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საკითხი ისე გადავჭრათ, რომ არც დასაქმებული და არც ბიზნესი არ დაზარალდეს.

თავდაპირველად სისტემის გაუმართაობა იყო გამოწვევა, იყო რიგი საკითხები, რაშიც მეტი ინფორმაცია გვჭირდებოდა და ბიზნესი დღესაც განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას, რაშიც აუცილებელია მეტი ჩართულობა ჩვენი მხრიდან და მეტი საუბარი იმაზე, რა არის გამოწვევა და როგორ უნდა გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა“, - განაცხადა ხათუნა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მთავრობამ შეამცირა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.