17.თებერვალი .2020 11:10

400-მდე ამერიკელმა, კორონავირუსის გამო, კარანტინში მყოფი საკრუიზო ლაინერი დღეს დატოვა

views 255
უკან

ამერიკელებმა, რომლებიც კორონავირუსის გამო საკრუიზო ლაინერზე იმყოფებოდნენ, სადაც კარანტინი იყო გამოცხადებული, იაპონია დღეს დილით დატოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე 400-მდე ამერიკელი იმყოფებოდა. გემზე კარანტინი 3 თებერვალს მას შემდეგ  გამოცხადდა, რაც 80 წლის კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ასევე, დაახლოებით, 40-მდე ამირეკელს დაუდგინდა აღნიშნული ვირუსი და ისინი მკურნალობას იაპონიის საავადმყოფოში გადიან.

ბოლო მონაცემებით, რომელსაც იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, საკრუიზო გემზე ვირუსის შემთხვევები 70-ით გაიზარდა და 355 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერზე სულ 3,700 ადამიანი იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1770-ს მიაღწია. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი, 70 550 შეადგინა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 10 879 ადამიანია გამოჯანმრთელებული.