მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Payze - პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც Y Combinator-ის მხარდაჭერა მოიპოვა

6126653818d7b
BM.GE
25.08.21 21:00
867
ქართულმა სტარტაპმა მსოფლიოში ცნობილი ბიზნეს აქსელერატორის მხარდაჭერა მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სტარტაპ კომპანია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

"სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ Payze (ფეიზი) არის პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც Y Combinator-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

Y Combinator მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიზნეს აქსელერატორია, რომელიც კომპანიებს ბიზნეს მოდელისა და სერვისის დახვეწაში ეხმარება. აღნიშნული პლატფორმა ისეთი კომპანიების ინვესტორია, როგორებიცაა: Stripe, Dropbox, Coinbase, Twitch და ა.შ."-აცხადებენ კომპანიაში.