მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

43 ლარი - საქართველოს საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა სექტემბერში

6336e9a887a32
გიორგი თოლორდავა
30.09.22 18:19
842
აგვისტოში საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) ორი გარიგება შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მოცულობა 944 ლარს შეადგენს.

თვის განმავლობაში დაფიქსირებული ორი ტრანზაქციის წყალობით, ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ 43 ლარს მიაღწია, რაც გასული თვეების მაჩვენებლებთან შედარებით პროგრესად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ივნისსა და ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი გარიგება არ შემდგარა, შესაბამისად, დღიური საშუალო ბრუნვა ნულ ლარს შეადგენდა.

ზოგადად, 0-ლარიანი ბრუნვა გასული წლისთვის დამახასიათებელი იყო - 2021 წლის მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისშიც არცერთი გარიგება არ შემდგარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ბირჟაზე 104 077 ლარის გარიგებები განხორციელდა.

GSE ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, სადაც 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული. მათი საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 748 მილიონ დოლარს შეადგენს.