მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალს ველით - პრემიერი

638dd031c0d54
BM.GE
05.12.22 15:02
578
ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა.

„რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ბატონი ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე გავცემთ სუბსიდიას, რაც კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.