07.სექტემბერი .2020 17:20

5 covid-გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ დღეს მიიღო

views 2684
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. როგორც გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფეენციაზე თქვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება. ამასთან, მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააცნო. კერძოდ:

15 სექტემბრიდან კარანტინის ხანგრძლივობა 12-დან  8-დღემდე მცირდება 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეს, რომელიც კარანტინში იმყოფება, მე-8 დღეს ჩაუტარებენ PCR ტესტს; უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის დატოვებს საკარანტინე სივრცეს. ამასთან, მოქალაქეს მე-12 დღეს ტესტის განმეორებით ჩატარების ვალდებულება აქვს.

15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვალდებულია, თან იქონიოს 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტი

15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ უცხოელებს, კერძოდ, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი) ვინც დღემდე თავისუფლად შემოდიან საქართველოში, უჩნდებათ ვალდებულება, თან იქონიონ 72 საათიანი PCR ტესტი. 

1 ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება

15 სექტემბერს მთელს საქართველოში, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში, სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, 1 ოქტომბრამდე ბათუმის და ქობულეთის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად წარიმართება. 

მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს საკარანტინე სივრცეებშიც უმკურნალებენ 

მთავრობამ დღეს იმსჯელა და დათანხმდა ჯკანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას, რომლის თანახმად, 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია  სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამჟამად შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს.

სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლი "უკიდურესად გამკაცრდება"

დახურულ სივრცეებში სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დღესვე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განმარტა, რომ კონტროლის მექანიზმში შსს-ც ჩაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა