საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. როგორც გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფეენციაზე თქვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება. ამასთან, მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააცნო. კერძოდ:
15 სექტემბრიდან კარანტინის ხანგრძლივობა 12-დან 8-დღემდე მცირდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეს, რომელიც კარანტინში იმყოფება, მე-8 დღეს ჩაუტარებენ PCR ტესტს; უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ის დატოვებს საკარანტინე სივრცეს. ამასთან, მოქალაქეს მე-12 დღეს ტესტის განმეორებით ჩატარების ვალდებულება აქვს.
15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვალდებულია, თან იქონიოს 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტი
15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელ უცხოელებს, კერძოდ, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი) ვინც დღემდე თავისუფლად შემოდიან საქართველოში, უჩნდებათ ვალდებულება, თან იქონიონ 72 საათიანი PCR ტესტი.
1 ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება
15 სექტემბერს მთელს საქართველოში, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში, სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, 1 ოქტომბრამდე ბათუმის და ქობულეთის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად წარიმართება.
მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს საკარანტინე სივრცეებშიც უმკურნალებენ
მთავრობამ დღეს იმსჯელა და დათანხმდა ჯკანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას, რომლის თანახმად, 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამჟამად შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს.
სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლი "უკიდურესად გამკაცრდება"
დახურულ სივრცეებში სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დღესვე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განმარტა, რომ კონტროლის მექანიზმში შსს-ც ჩაერთვება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა