მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
“თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში - 453, იმერეთში - 931, ქვემო ქართლში - 339, შიდა ქართლში - 528, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 104, სამცხე-ჯავახეთში - 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 981, აჭარაში - 1 009, იმერეთში - 1 252. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 116 პირი, მათ შორის, თბილისში - 521, აჭარაში - 154, იმერეთში - 261. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 55. 4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 318 - თბილისში, 2 004 - აჭარაში, 424 - იმერეთში. 16 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 325 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -367, აჭარაში - 263, ხოლო იმერეთში - 28.
სულ 6 ოქტომბრიდან - 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 904 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 932 პირი, აჭარაში - 12 102, იმერეთში - 5 206”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა