მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 573 ინფიცირებულიდან 2384 მოქალაქე საავადმყოფოებში მუშაობს - ბერდია სიჭინავა

601a48cda8ff9
ინგა მურუსიძე
03.02.21 10:50
1394
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 792 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 579 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 213 PCR ტესტით.

"ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 688 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 897-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 788 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 077-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 221 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა, აჭარა - 23, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 45, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 50, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573, საიდანაც: 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 158, აჭარაში - 179, იმერეთში - 467. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 559 პირი, მათ შორის, თბილისში - 253, აჭარაში - 45, იმერეთში - 131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153 პირი, მათგან თბილისში - 110, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 897 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 487 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 375 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 419 პირი, აჭარაში - 734, იმერეთში - 1 538”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.