მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტზე რუსთავის მერია 4 მლნ ლარს დახარჯავს

640cdf3f9bb94
ელენე გოგბერაშვილი
11.03.23 23:20
804
მიმდინარე წელს რუსთავში ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტზე მერიის 108 მილიონიანი ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში განაცხადა. მისი თქმით, პროექტი სრულად მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსით განხორციელდება.

„რუსთავში ავარიული კორპუსების პრობლემაა გამოკვეთილი, განსაკუთრებით ეს ეხება ძველ რუსთავს. ახლა გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, კიდევ ვგეგმავთ 5 კორპუსის ჩანაცვლებას და დაახლოებით 4 მლნ ლარის გადახდას იმაში, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უსაფრთხო გარემოში იცხოვროს.

სამწუხაროდ რუსთავში შეიძლება დაინტერესება იმდენად დიდი არ იყოს კერძო სექტორის მხრიდან, როგორც ეს მოდელი მუშაობს თბილისში. ჩვენ ამ ეტაპზე სრულად მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ვახორციელებთ ამ პროექტს, თუმცა განიხილება და ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო მოქნილი მეთოდი შევთავაზოთ მოსახლეობას. პერსპექტივას რასაც ვუყურებთ, რთული იქნება ძალიან სწრაფად ამ კორპუსების სრულად გამაგრება, ამიტომ მოსახლეობასთან, ბიზნესთან ერთად ეს განიხილება გუნდში, მაგრამ ჯერ არის კორპუსები, რომელსაც სწრაფი ჩარევა სჭირდება.

ახლა მიდის 5-მდე კორპუსის გამაგრება, ასევე გვაქვს მომზადებული დოკუმენტაცია 5 ახალ კორპუსზე, რომელზეც უახლოეს მომავალში სატენდერო პროცედურები დაიწყება და ეს პროცესი გაგრძელდება“,-ამბობს ნინო ლაცაბიძე.