მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5% CASHBACK საკვებ ობიექტებში "ვითიბი ბანკის" Visa ბარათით გადახდისას

603e2db8cd740
ინგა მურუსიძე
02.03.21 17:39
620
"ვითიბი ბანკის" Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება.

როგორც bm.ge-ს VTB-დან აცნობეს, ქეშბექის დარიცხვა მოხდება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საკვებ ობიექტში, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით გადახდისას. აქციის პირობების თანახმად, გადახდილი თანხის მინიმალური ოდენობა არ არის განსაზღვრული, ხოლო თითოეულ ტრანზაქციაზე დაბრუნებული თანხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 50 ლარს.
აქცია მოქმედებს 2021 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

აქციაში მონაწილეობს ყველა ტიპის Visa ბარათი, გარდა: VISA Infinite/Signature/Platinum

აღსანიშნავია, რომ დარიცხული ქეშბექის თანხა ხელმისაწვდომი გახდება ტრანზაქციის შესრულებიდან 14 დღეში.

დამატებითი ინფორმაცისთვის გადადით: https://vtb.ge/ge/about-the-bank/special-offers
(NS)