მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 დღეში მებაჟე ოფიცრებმა 6 000 არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

5dc959a8eae2f
თელარა გელანტია
11.11.19 17:10
723
7-11 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში -  „წითელი ხიდი“, „სარფი“ და „ლაგოდეხი“, სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სგპ „ლაგოდეხში“ მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.