მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ფაქტორი, რომელსაც ინვესტორები მთავარ მნიშვნელობას ანიჭებენ - კვლევა

60c76ea49b0e3
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.21 19:56
916
EBRD-ისა და მთავრობის მიერ დაფუძნებულმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნომ გამოაქვეყნა PwC-ის მიერ მომზადებული კვლევა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის სტრატეგიებს მოიცავს და ინვესტორთა მოლოდინების კვლევას მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, ინვესტორები პოსტ-პანდემიურ პერიოდში საკუთარი საქმიანობისთვის ლოკაციის შერჩევის პროცესში სხვადასხვა ფაქტორს შორის პირველ ადგილს მუშახელის კვალიფიკაციას ანიჭებს. PwC-ის ინფორმაციით, კვლევაში უცხოური კომპანიები მონაწილეობდნენ, რომელთა უდიდესი ნაწილიც ამჟამად საქართველოში არ არის წარმოდგენილი. გამოკითხვის პროცესში ინვესტორებს მიცემული ჰქონდათ 20-ზე მეტი კრიტერიუმი, რომელთაც 0-დან 5-მდე ქულით აფასებდნენ. 

კვლევის ფარგლებში გამოკითხული 93 ინვესტორის მიერ პოსტ-პანდემიურ ვითარებაში საინვესტიციო ლოკაციის არჩევაზე მოქმედი მთავარი ფაქტორების ჩამონათვალი ასეთია:

1) კვალიფიციური მუშახელის არსებობა - 4.25 ქულა;
2) კავშირების (აეროპორტების, საერთაშორისო მაკავშირებლების არსებობა) - 3.83 ქულა ;
3) ხარისხიანი განათლების სისტემა - 3.78 ქულა;
4) ბიზნეს საზოგადოების მიერ საქმიანობის გამჭვირვალე სტანდარტების დაცვა და სამართლიანი კონკურენცია - 3.71 ქულა;
5) ხარისხიანი ინფრასტრუქტურა - ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვა - 3.54 ქულა.

ამასთანავე, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 52 ბიზნესის წარმომადგენელი, რომლებიც მთავრობის მიერ პრიორიტეტად დასახელებულ სფერობში საქმიანობენ. კითხვაზე თუ რომელი ელემენტები არის თქვენთვის კრიტიკული მნიშვნელობის, როდესაც პოსტ-პანდემიურ პერიოდში არჩევთ ინვესტიციისთვის ლოკაციას პასუხები ასე ნაწილდება:

1) კვალიფიციური მუშახელის არსებობა - 4.37 ქულა;
2) ხარისხიანი განათლების სისტემა - 3.98 ქულა;
3) ინფრასტრუქტურის და კავშირების (აეროპორტების, საერთაშორისო მაკავშირებლების არსებობა) - 3.75 ქულა;
4) გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობითი (ESG) პრაქტიკები - 3.46 ქულა;
5) ბიზნეს საზოგადოების მიერ საქმიანობის გამჭვირვალე სტანდარტების დაცვა და სამართლიანი კონკურენცია - 3.46 ქულა.