მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 კრიტერიუმი, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლიათ ქვეყნებს შეზღუდვების შემსუბუქება

5f6e2a7a445c5
ნათია თაქთაქიშვილი
25.09.20 23:21
1468
სამედიცინო ჟურნალი "ლანცეტში" სამედიცინო დარგის ექსპერტები აქვეყნებენ სპეციალურ კვლევას და ასახელებენ 5 კრიტერიუმს, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც ქვეყნებს შეუძლიათ საგანგებო მდგომარეობის და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება.

კვლევების მიხედვით, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამდე, ქვეყნებმა შემდეგი 5 კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ:

1.რამდენად კარგად იცნობენ კორონავირუსს
2.რამდენად არის საზოგადოება ჩართული
3.რამდენად გამართულად მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვა
4.რამდენად ადეკვატურია ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით
5.რამდენად დაცულია კონტროლი ქვეყნის საზღვარზე. 

სამედიცინო დარგის ექსპერტები დააკვირდნენ ისეთ მაღალშემოსავლიან ქვეყნებს, როგორიც არის: ჰონგ-კონგი, იაპონია, ახალი ზელანდია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ მთავრობებმა რომლებმაც შეზღუდვების შემსუბუქება ამ კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე დაიწყეს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნებოდა, მაგალითად ესპანეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

„თუ ადრე შევამსუბუქებთ შეზღუდვებს, ვირუსით ინფიცირების რაოდენობაც გაიზრდება. ეს ერთგვარი აქსიომაა“, - განაცხადა ლონდონელმა პროფესორმა მარტინ მაკიმ.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, იმისთვის რომ ქვეყნებმა მაღალი ეფექტურობა შეინარჩუნონ ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, რეგულარულად უნდა აწარმოონ კორონავირუსის გამოსავლენი ტესტირება, უნდა გამოიკვლიონ კლასტერები და დაიცვან იზოლაციის ნორმები.