24.სექტემბერი .2019 00:10

5 კუნძული, რომელთა ქირაობა საკმაოდ იაფად შეგიძლიათ

views 891
უკან

პორტალმა HomeAway-მა, ამერიკიდან - ნორვეგიამდე, 5 ლამაზი კუნძულის სია გამოქვეყნა, რომელთა ქირაობაც ნებისმიერ მსურველს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.




Little Harvest Caye -ს კუნძული - ბელიზი

ეს ექსკლუზიური კუნძული გთავაზობთ 360 გრადუსიან ხედს ოკეანეში. ამას გარდა, ყველა იმ სიამოვნებას, რასაც უმაღლესი დონის დასვენებისგან ელით. კუნძული ხუთი საძინებლით, კერძო შეფ-მზარეულით, გემით, რომლის მძღოლიც სურვილისამებრ ნებისმიერ დროს წაგიყვანთ სანაპირო ქალაქ პლესენსიაში, ვებსაიტის მიხედვით, დღე-ღამეში 2,958 ევრო ღირს.









Strand Island – მინესოტა

კუნძული სულ 45 ჰექტარს მოიცავს და ის პელიკანის ტბაზე მინესოტას შტატში, ორრში მდებარეობს. 100 წელზე მეტი ხნის, თუმცა მთლიანად გარემონტებულ და თანამედროვე სახლს რვა საძინებელი, ბუხარი და დიდი ვერანდა აქვს ტბის ხედით. აქ 20-მდე ადამიანი შეიძლება მოთავსდეს. გარდა ამისა, სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ საუნათი, რომელიც სახლს ეკუთვნის. ვებსაიტის მიხედვით, კუნძულის ამჟამინდელი საშუალო ფასი ღამეში 769 ევროა.







ტისნესი-ნორვეგია

ნორვეგიის სამხრეთით მდებარე ამ პატარა, იზოლირებულ კუნძულს ბევრი საცხოვრებელი სახლი აქვს, რომლებიც მიზერულ ფასად ქირავდება. ადგილი თევზაობისა და ბუნების მოყვარულებისთვის იდეალურია. სახლი, რომელიც 40 კვადრატული მეტრისაა და 1 საძინებელი აქვს, დღე-ღამეში 146 ევრო ღირს.









Spruce Island - აშშ

 

Spruce Island არის პატარა 20 ჰექტარის ფართის კერძო კუნძული, რომელიც აშშ-ში მეინის შტატში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს. კუნძულზე განთავსებული სახლი იდეალურია საოჯახო დასვენებისთვის ან მეგობრებთან ერთად დროის გატარებისთვის. სახლს 20-მდე ადამიანი დატევა შეუძლია. კუნძული მშვენიერი ადგილია ვარსკვლავების საყურებლად. ვებსაიტის თანახმად, ამჟამინდელი ფასი დღეში 777 ევროა.






Gladden Island - ბელიზი


ეს კუნძული ბელიზი გულში, კარიბის ზღვის ბარიერული რიფზე არის შესანიშნავი თავშესაფარი წყვილისთვის.
თანდართული ვილა გთავაზობთ ძვირადღირებული კურორტის ყოვლისმომცველ მომსახურებას. HomeAway-ს მიხედვით, კუნძულის ქირაობა საშუალოდ დღეში 3,104 ევრო დაგიჯდებათ.