2 ოქტომბრიდან თეატრები იხსნება. როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თეატრებს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. მათ შორისაა, ზოგადი რეგულაციები, როგორიცაა თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება.
გარდა ამისა, 5 კვ.მ-ზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება.
„ასევე განისაზღვრება თეატრის ღონისძიების ზედა ზღვარი – ეს არის სამი საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის შესვლის და დატოვების პროცესს. ასევე, ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე და ყველაზე მნიშვნელოვანი – დაშვება მოხდება პირბადით და ადამიანების განთავსება მოხდება თითო სკამის გამოტოვებით“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
ცნობისთვის, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, ხოლო თეატრები - 2 ოქტომბრიდან.