მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ლიტრი სასმელი წყალი ერთ პირზე - რა მოცულობის წყლით უნდა უზრუნველყოს სკოლამ მოსწავლეები

5f37ce750c069
თათია ჩაფიჩაძე
15.08.20 20:00
2177
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, თითოეულ მოსწავლეს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია ეძლევა.

სკოლებისთვის მომზადებულ პროტოკოლში ვკითხულობთ, რომ დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ოკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან უნდა მიეცეს.

რაც შეეხება რაოდენობას, დათვლილია საბაზისო რაოდენობა, რომლის თანახმადაც სასმელი ხარისხიანი წყლის მოცულობა ერთ პირზე (ყველა ბავშვი და დაწესებულების სრული პერსონალი) გადაანგარიშებით დღეში 5 ლიტრია. სკოლა-პანსეონებისთვის 20 ლიტრი.

სამეურნეო დანიშნულების წყლის მოცულობა 10-20 ლიტრი დღეში ერთ პირზე გადაანგარიშებით.

რეკომენდაციების მიხედვით სველ წერტილები და სამზარეულიები აღჭურვილი უნდა იყოს თხევადი საპონითა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცებით.

წყლის ხელმისაწვდომობა და წყალმოხმარების ტექნიკური საშუალებები:
სკოლაში უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლის წერტილებისა და წყალმოხმარების სხვა საშუალებების შესაძლებლობა, რათა ხელმისაწვდომი იყოს სასმელი წყალი, პერსონალური ჰიგიენა, საკვების მომზადება, დასუფთავება და რეცხვა.

ინდიკატორები:
სათანადოდ აღჭურვილი წყალმოხმარების წერტილები, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები - ხელმისაწვდომი სასწავლო დაწესებულების ყველა კრიტიკულ წერტილში, კონკრეტულად კი სველ წერტილებში და სამზარეულოში;

სათანადოდ აღჭურვილი სასმელი წყლის წერტილები - ხელმისაწვდომი მოსწავლეებისა და პერსონალისათვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის;

რესურსსკოლებში (24 საათიანი მომსახურების მქონე სკოლებში) არსებულ სამრეცხაოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმისაწვდომი - ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება, ასევე ქლორშემცველი სადეზინფექციო ხსნარი.