მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$5 მლნ მსოფლიო ჩემპიონატის მასპიძლობისთვის - FIFA-ს მაღალჩინოსნების სკანდალური საქმე

5e8c67f9823d9
ბექა ბაციკაძე
07.04.20 15:48
1708
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ FIFA-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება 2018 და 2022 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებისთვის მასპინძლობის უფლებას, რომელიც შესაბამისად, რუსეთმა და ყატარმა მოიპოვეს.

ამერიკული საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, რუსეთის სასარგებლოდ მიცემული ხმის სანაცვლოდ, FIFA-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა ქრთამის სახით, 5 მილიონი დოლარი აიღო. საბრალდებო დოკუმენტის დასკვნაში, რომელიც ნიუ-იორკის პროკურატურამ დაწერა და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საუბარია, FIFA-ს სხვა ჩინოვნიკებზეც, რომლებმაც მილიონობით დოლარის ქრთამი აიღეს. მათ შორისაა FIFA-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი, ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი რიკარდო ტეიშერა, სამხრეთ ამერიკის სახეხბურთო კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ნოკოლას ლეოსი და ფიფას სპორტული კომიტეტის წევრი გვატემალიდან რაფაელ სალგერო.

პრუკურატურის ვერსიით, ჯეკ უორნერმა 5 მილიონი დოლარი ქრთამი 2010 დან 2011 წლის აპრილამდე, რამდენიმე ელექტრონული გადარიცხვის საშუალებით, 10 სხვადასხვა ოფშორული ანგარიშიდან მიიღო.

ინფორმაციისთვის: კორუფციული სკანდალი FIFA-ში 2015 წლიდან გასაჯაროვდა, როდესაც ციურიხში, აშშ-ის მოთხოვნით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მაღალჩინოსნები დააპატიმრეს. სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვა FIFA-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, საქმიანობას ჩამოაშორეს გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე და UEFA ს ხელმძღვანელი მიშელ პლატინი. რაც შეეხება ჯეკ უორნერს, ის კორუფციული სქემის ცენტრალურ ფიგურადაა დასახელებული; მას საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა.