მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ნიშანი, რომლებიც ტურიზმის აღდგენაზე მიანიშნებს - CNN

6058921664a33
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.21 12:15
615
სამოგზაურო ვებგვერდი Expedia აცხადებს, რომ ტურიზმში აღდგენის ტრენდი შეინიშნება, რადგან სამოგზაურო პორტალების მიხედვით, აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში სასტუმროები ზაფხულისთვის მთლიანად დაჯავშნილია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, სამოგზაურო ვებგვერდის აღმასრულებელი დირექტორის პიტერ კერნის განცხადებით, აშშ მიმდინარე წლის ზაფხულში ტურისტების დამატებით ნაკადს ელის ევროპიდან, საიდანაც ამ ეტაპზე შემოდინება ნაკლებია.

CNN ავიაკომპანიებზე, სამოგზაურო პლატფორმებსა და სასტუმროების ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით იმ ხუთ ნიშანს გამოყოფს, რაც ტურიზმის აღდგენაზე მიანიშნებს.

1. თვითმფრინავის ბილეთების გაყიდვების მაჩვენებელი

აშშ-ის წამყვანი ავიაკომპანიები, როგორიც არის American Airlines-ი, Delta და JetBlue აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ბილეთები თითქმის გაყიდულია ან დაჯავშნილია ზაფხულის სეზონისთვის და ეს მონაცემები ძალიან ახლოს არის 2019 წლის პანდემიამდელ მონაცემებთან.

2. მოგზაურთა რაოდენობის ზრდა

აშშ-ის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-ის აეროპორტი ბოლო ერთ კვირაში 1.4 მილიონ ადამიანს მოემსახურა, რაც 780,000-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

3. Airbnb-ი მომხმარებლებისგან ყველაზე მოთხოვნად ადგილებს ასახელებს

ესენია: მენი, ჩრდილოეთი კაროლინა და მონტანა. ონლაინპლატფორმა აცხადებს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა, ვისაც საიტის მეშვეობით აპარტამენტის დაქირავება ან დაჯავშნა უნდა, 35%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

4. სასტუმროების სექტორში გაკეთებული მსხვილი ინვესტიციები

მიმდინარე კვირას სასტუმროების ქსელი Blackstone and Starwood Capital-ი სასტუმროების ქსელ Extended Stay America-ის შესაძენად 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

5. Disneyland-ის გახსნა

Disneyland-ი, რომელიც 30 აპრილს საბოლოოდ გაიხსნა, მართალია, რეგულაციების სრული დაცვით და შემცირებული დატვირთვით მიიღებს სტუმრებს, მაგრამ ეს ტურიზმის აღდგენის ერთ-ერთ მანიშნებლად მიიჩნევა.