17.სექტემბერი .2020 16:47

5 ოქტომბრიდან მიკრო-გრანტების პროგრამა ახალი პირობებით განახლდება

views 485
უკან

5 ოქტომბრიდან „აწარმოე საქართველოშის” მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი პროგრამა ფართოვდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონ ლარამდე იზრდება.

„ჩვენ ივნისში დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი მიკრო გრანტების პროგრამა, რომელიც არის „აწარმოე საქართველოში“-ს ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ძალზედ პოპულარული და ეფექტური იყო ბოლო წლების განმავლობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 9400-მა მოქალაქემ. ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 41 მილიონამდე და ასევე ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც. ეს იყო 20 000 ლარი და გახდება 30 000 ლარი”, - განაცხადა გორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მხარდაჭერა დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის გრანტის სახით დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელსაც შეუძლიათ და უნდათ გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა და დღეს ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მე მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა, რომ ამ პროგრამების შესახებ ისინი ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათივე ქალაქებში და რეგიონებში. ყველამ უნდა ერთხმად დავუჭიროთ მხარი ინიციატივას, რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგას ბიზნესში და აიღოს პასუხისმგებლობა თავის მომავალზე. ამ პროგრამისთვის განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა