მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ქალაქი, სადაც მერის არჩევნების I ტურში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ

615984a8ba8ed
თამთა ჯიჯავაძე
03.10.21 14:22
1758
ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ არჩევნების მეორე ტური თბილისის გარდა, კიდევ არაერთ ქალაქში გაიმართება. მათ ნაწილში პირველი ტურის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ. ეს ქალაქებია:

ქუთაისში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე და „ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. დეკანოიძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 43.3% აქვს, ხახალეიშვილს კი - 41.56%.

ბათუმში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე და „ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. კირთაძეს წინასწარი მონაცემებით, ხმათა 42.4% აქვს, ჩიქოვანს კი - 41.32%.

სენაკში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი კობა ნაყოფია და „ოცნების“ კანდიდატი ვახტანგ გადელია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ნაყოფიას წინასწარი მონაცემებით, ხმათა 42.1% აქვს, გადელიას კი - 40.61%.

ზუგდიდში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ანზორ მელია და „ოცნების“ კანდიდატი მამუკა წოწერია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მელიას, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 46.8% აქვს, წოწერიას კი - 41.28%.

წალენჯიხაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა და „ოცნების“ კანდიდატი გოგა გულორდავა დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხარჩილავას, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 39.85% აქვს, გულორდავას კი - 38.28%.