მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ქვეყანა, რომელსაც საქართველომ საზღვრები გაუხსნა

5f0570b86d165
ინგა მურუსიძე
08.07.20 11:06
4754
საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას საზღვარს უხსნის, - განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ჩვენ ვაკვირდებით ყველაფერს. დღეისათვის იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ასევე უპირობოდ ხსნის საზღვარს გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთისთვის. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლის გზით. თითოეულმა მგზავრმა უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა და უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის შესახებ. თუკი აეროპორტში მათ თერმოსკრინინგის შედეგად დაუფქსირდათ 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, ჩაუტარდებათ PCR ტესტი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსულ ტურისტებზე მიმაგრებული იქნება და მუდმივ კონტაქტში იქნება სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრი.