მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 რამ, რაც საქართველოში ტურიზმის ეტაპობრივად აღდგენის წინაპირობაა - თიბისი კაპიტალი

5ebfbc30e92b3
ვიქტორია მღებრიშვილი
16.05.20 16:20
1447
„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით,  ტურისტული სექტორი 2019 წლის მაჩვენებელს 1.5 წელიწადში დაუბრუნდება.

ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.

"საქართველოს შიდა ტურიზმი -  ივნისიდან, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი ივლისიდან შესაბამისი COVID-19-ის წესების დაცვით დაიწყებს აღდგენას, თუმცა 2020 წლის მანძილზე ტურისტული შემოდინებების 65%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდგომ დაიწყებს დაბრუნებას და 2019 წლის დონის დაბრუნებას, დაახლოებით, 1.5 წელი დასჭირდება", - წერია კვლევაში.

ამასთან, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ვიზიტორთა სტრუქტურა ტურიზმის ეტაპობრივად აღდგენის წინაპირობაა:

1. ვიზიტების 75% სახმელეთო გზებით მეზობელი ქვეყნებიდან ხდება, რაც ბარიერების მოხსნის შემდგომ ვითარების ეტაპობრივად ნორმალიზაციას დაეხმარება;

2. განმეორებით ვიზიტების მაღალი წილი (74%) ვიზიტორების შენარჩუნების პოტენციალზე მიუთითებს;

3. ვიზიტორებში დაბალია ვირუსის მიმართ მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფების წილი;

4. ბიზნეს საქმიანობის შემცირება პროფესიული ტურიზმის (ე.წ. MICE) გადავადებას გამოიწვევს ეკონომიკური საქმიანობის აღდგენამდე, თუმცა ამ ტიპის ტურიზმის წილი საქართველოში ძალზედ მცირეა;

5. აღდგენისას, შედარებით მდგრადი იქნება მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებელი ვიზიტები.