მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 საუკეთესო დიზაინის პირბადეს შორის The Sun-მა ქართული „სპილოუს“ პირბადეც დაასახელა

5faff62dc0d7a
თამთა ჯიჯავაძე
15.11.20 00:00
2306
ბრიტანული გამოცემა The Sun-ი საუკეთესო დიზაინის ხუთ პირბადეზე წერს. პირბადეების წარმოება პანდემიის დაწყების შემდეგ არაერთმა ცნობილმა და ძვირადღირებულმა ბრენდმა დაიწყო, მათ შორის არიან ისეთი მოდის სახლებიც, როგორიცაა Dolce & Gabbanna და Missoni. თუმცა, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ბიუჯეტური და საუკეთესო დიზაინის პირბადეების ყიდვაც. სწორედ მათ შორის არის „სპილოუს“ პირბადეც, რომელსაც Amazon-ზე £9.90-ად იყიდით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რეტროს სტილის კალეიდოსკოპის დიზაინის პირბადე, რომელიც ქართულმა კომპანია „სპილოუმ“ შექმნა, 100%-იანი პრემიუმ ხარისხის ბამბის ქსოვილითაა შეკერილი.

პირბადეების ხუთეულში ასევე შეყვანილია ლონდონში ძვირადღირებულ ბრენდულ მაღაზია Liberty-ში წარმოდგენილი პირბადეც, რომელიც 24 ფუნტად იყიდება, ასევე Emilio Pucci-ს პირბადე, რომელზეც დატანილია გეომეტრიული ფიგურები და რომელიც 70 ფუნტი ღირს, Dolce & Gabbana-ს ბაროკოს პრინტის პირბადე, რომელიც 75 ფუნტადაა შეფასებული და Lanvin-ის ლოგოს გამოსახულებიანი პირბადე, რომელიც 66 ფუნტი ჯდება.

ცნობისთვის, „სპილოუ“ ქართული ბავშვის ტანსაცმლის ბრენდია, თუმცა, მათ ბოლო პერიოდში პირბადეების წარმოებაც დაიწყეს, რომელიც ონლაინ საზღვარგარეთაც იყიდება.