მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველომ $8.8 მილიონის სუნამოები შეიძინა - სად ვყიდულობთ სურნელოვან პროდუქტს

60e94c7f16244
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.21 22:00
1687
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 8.8 მლნ დოლარის ღირებულების 412 ტონა სუნამო და ტუალეტის წყალი შეისყიდა, რა მაჩვენებლითაც 2019 წლის იმპორტს თითქმის გაუთანაბრდა (8.8 მლნ დოლარი, 451 ტონა).

აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს ღირებულებით - 29.9%-ით, ხოლო მოცულობით - 5.2%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლების მიხედვით საქართველოსთვის სუნამოების მთავარი მომწოდებელი ქვეყნები არ იცვლება.

2021 წლის 5 თვის მდგომარეობით სურნელოვანი პროდუქტის TOP-10 საიმპორტო ქვეყანა ასე გამოიყურება:

1. პოლონეთი - 1.8 მლნ დოლარი, 121.8 ტ.;
2. რუსეთი - 1.2 მლნ დოლარი, 85.0 ტ.;
3. საფრანგეთი - 1.2 მლნ დოლარი, 17.1 ტ.;
4. ესპანეთი - 1.0 მლნ დოლარი, 18.4 ტ.;
5. ბელგია - 911.1 ათასი დოლარი, 4.4 ტ.;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 658 ათასი დოლარი, 61.8 ტ.;
7. თურქეთი - 365 ათასი დოლარი, 31.2 ტ.;
8. უკრაინა - 336.3 ათასი დოლარი, 2.2 ტ.;
9. იტალია - 311.7 ათასი დოლარი, 6.3 ტ.;
10. ნიდერლანდები - 248.1 ათასი დოლარი, 32.4 ტ.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ - 2020 წელს სუნამოების იმპორტი მნიშნელოვნად შემცირდა და 1 078.4 ტონა სუნამოებისა და ტუალეტის წყლის შესაძენად ქვეყნიდან 19.7 მლნ დოლარი გავიდა, მაშინ როდესაც პანდემიამდე 1 201.0 სუნამოს იმპორტი განხორციელდა, რაზეც 24.2 მლნ დოლარი დაიხარჯა.

ზემოთ ჩამოთვლილი საიმპორტო ბაზრების გარდა, საქართველო სუნამოებს ისეთი ქვეყნებიდანაც ყიდულობს, როგორიცაა ჩინეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და ა.შ.